პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას სასწავლო პროცესში და მათი კრიტიკული აზროვნების განვითრებას. ჩემთვის უკვე ცნობილია თუ როგორ წარვმართო და რა შეფასების კრიტერიუმები გამოვიყენო პროექტის მსვლელობისას. საინტერესო იყო აზრთა გაზიარებისა და უკუკავშირის საკითხები. პროექტი თანდათან გასაგები ხდება.
ლუიზა სივსივაძე
Saturday, March 19, 2016
პროექტის მსვლელობამ ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია. დავინახე მისი მრავლისმომცველი მხარე და სტრატეგია. უკეთ გავერკვიე მიზნების დასახვაში და აქტივობების შერჩევაში. ბლუმის ტაქსონომიის დახმარებით დავისახე მიზნები და ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ერთმანეთს ვუზიარებდით რჩევებს, გავეცანი შეფასების მრავალ ინსტრუმენტს რამაც უკეთ დამანახა პროექტის დიდი მნიშვნელობა სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში.
Subscribe to:
Posts (Atom)